ბათუმის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუის პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუის პროცესი მიმდინარეობს.
76 წლის მამაკაცს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ.
ის პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი გოგონას მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.
არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში გამოძიებამ ბრალი სხვა პირს ან პირებსაც წაუყენოს.