თეგებით ძიება

შსს - „ნაცმოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცავების განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზა მდებარეობს, სამართალდამცავების მობილიზებაა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება“, - განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი დგას, რომელთა ნაწილშიც სამართალდამცავები სხედან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა