„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და, ზოგადად, მთავრობას ნდობა 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოუცხადოს. ამისთვის, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოგროვდა შესაბამისი ხმები, ვადას კიდევ 2 კვირა ემატება.