თეგებით ძიება
19. 02. 2021 მსოფლიო

აშშ COVAX-პლატფორმის დაფინანსებას გააორმაგებს

შეერთებული შტატები COVAX-პლატფორმის მხარდაჭერას 2-დან 4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იტყობინება.

„კოვიდპანდემიამ გვაჩვენა, რომ მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. პრეზიდენტი ბაიდენი გადამწყვეტ ზომებს იღებს პანდემიისგან არამხოლოდ ამერიკის მოქალაქეების, არამედ მსოფლიოში ყველაზე დაუცველი ქვეყნების მოსახლეობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. პროექტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა