თეგებით ძიება
19. 02. 2021 მსოფლიო

იერუსალიმში თოვლი მოვიდა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში თოვლი მოვიდა. ეს პირველად მოხდა 2 წლის განმავლობაში. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

თოვის გამო ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ასევე დაიკეტა საავტომობილო გზა, რომელიც იერუსალიმს თელ-ავივთან აკავშირებს.

თოვლი, რომელიც ციკლონმა გამოიწვია, ისრაელის გარდა სირიას, ლიბიას და იორდანიას დაატყდა თავს. ამ ქვეყნებშიც უამინდობამ საავტომობილო გადაადგილება გაართულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა