თეგებით ძიება

ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს გაიმართება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა, ხათუნა ჯანაშიამ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმე არსებითი განხილვისთვის გადაიცა.

დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გადახედვა და პატიმრობის უფრო მსუბუქი ფორმით, 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს ჩაინიშნა.

ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. მას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბიძინა ესებუას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ის 2020 წლის 12 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა