თეგებით ძიება
19. 02. 2021 მსოფლიო

გერმანიაში COVID-19-ის „ბრიტანული შტამი“ სწრაფად ვრცელდება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა COVID-19-თან დაკავშირებით შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სიფრთხილე მოითხოვა და აღნიშნა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის კონტროლირებადი.

"ვირუსი არ ნებდება, ჩვენ ამას აშკარად ვხედავთ. ერთი მხრივ, თუ გადავხედავთ კვირის ციფრებს, დავინახავთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი დაბლა ეცემა, თუმცა გერმანიაში დაავადების გამომწვევი მუტაციების რიცხვი იზრდება. ეს არის უკუსვლა რიცხვის დაცემის ფონზე. ეს მოითხოვს სიფრთხილეს. შეზღუდვების მოხსნის საჭიროება დიდია, მაგრამ ყველამ უნდა იმოქმედოს ფრთხილად, რომ არ დაიკარგოს მიღწეული შედეგები", - განაცხადა მინისტრმა.

სპანის აზრით, კორონავირუსის ბრიტანული მუტაცია B117 განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება გერმანიაში. მან დასძინა, რომ გამოკვლეულიდან ყოველი მეხუთე ამ შტამით არის ინფიცირებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა