თეგებით ძიება
19. 02. 2021 მსოფლიო

ყველაზე საშიში კონსტრუქციები დედამიწაზე (ფოტოები)

თქვენს წინაშეა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ადგილები და ნაგებობები, რომლებმაც თავისი მასშტაბურობითა და იდუმალი პირქუშობით შესაძლოა გარკვეული დისკომფორტიც კი შეგიქმნათ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ახლოდან მათი ხილვის სურვილიც აღგიძრათ.

1. "ატლანტიკური გზა" - ავტომაგისტრალი ნორვეგიაში

ყველაზე საშიში კონსტრუქციები დედამიწაზე (ფოტოები)


ავტომაგისტრალი ერთმანეთთან ატლანტის ოკეანის პატარა კუნძულებს - ავერეის და ფრეისს აკავშირებს.

2. დაუმთავრებელი "შმაგი ცხენის ქანდაკება, " სამხრეთ დაკოტა, ამერიკა


ეძღვნება ინდიელთა ტომის ბელადს ოგლალა შმაგ ცხენს. კლდეში გამოკვეთილი წინამძღოლის სახე რაშმორის მთაზე პრეზიდენტების ბარელიეფის ზომას 10 მეტრით აღემატება.

3. ამ კონსტრუქციას კოფერდამს უწოდებენ - მისი დახმარებით როგორც წესი, ხიდების აგება და გემების შეკეთება ხდება.


კოფერდამი წარმოადგენს წყალგაუმტარ ერთგავრ კაფსულას პირდაპირ წყლის შუაგულ სივრცეში, რაც ერთობ საშიშად გამოიყურება.

4. მიტოვებული შენობა ალიასკაზე, რომელიც ერთი შეხედვით "ჰარი პოტერიდან" ნორას ვერსიას მოგაგონებთ.



5. ალმასის მაღარო ქალაქ მირნიში, რუსეთი


მაღაროს სიღრმე - 525 მეტრია, სიგანე კი -1200! სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია.

6. ჯვრების მთა, ლიეტუვა


ქალაქ შიაულიაიდან 12 კილომეტრის დაშორებით ლიეტუველი ხალხის ყველაზე წმინდა ადგილი - "ჯვრების მთა" მდებარეობს, რომელიც ადგილობრივებისთვის მოსალოც ადგილს წარმოადგენს. მთაზე დაახლოებით 50 ათასი ჯვარია აღმართული.

7. 47 სართულიანი სასტუმროს - Grans Lisboa-ს ხედი, რომელიც ერთდროულად გხიბლავს და გაშინებს. აღნიშნული ცათამბჯენის სიმაღლე - 258 მეტრია და ის ქალაქ მაკაოს ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს.


8. "ქრისტე უფსკრულიდან" - მაცხოვრის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი წყალქვეშა ქანდაკებაა, რომელიც მალტის საზღვაო პარკის გვერდით, სანაპიროდან ორი კილომეტრის დაშორებით, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.


ამავე სახელწოდების 2, 5 მეტრიანი იესო ქრისტეს ქანდაკება იტალიაში, სან-ფრუტუოზოს უბეში, გენუასთან ახლოს, 17 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა