თეგებით ძიება
19. 02. 2021 მსოფლიო

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ვალდებულებებს ოფიციალურად ჩამოშორდნენ

ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, რომლებიც უკვე მეორე შვილს ელოდებიან, სამეფო ოჯახის მოვალეობებს საბოლოოდ ჩამოშორდნენ. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლემ პარასკევს განაცხადა.

წყვილმა სამეფო კართან ჩამოშორების სურვილი ერთი წლის წინ გამოთქვა. დედოფალმა კი 12 თვიანი ვადა მოითხოვა, იმისთვის, რომ ამ საკითხისთვის გადაეხედა.

ამიერიდან პრინცი ჰარი და მეგანი, ვერც იმ პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებს აქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა