ბოლო "სელფი" კანცელარიაში - გიორგი გახარია ფოტოს აქვეყნებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე გუნდში უთანხმოება დაასახელა.
იმავე დღეს, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.