თეგებით ძიება
20. 02. 2021 მსოფლიო

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი შორდებიან - საქმე უკვე სასამართლოშია

ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი ქმარს, რეპერ კანიე უესტს შორდება. კარდაშიანმა განქორწინების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

კანიე უესტის წარმომადგენლის თქმით, რეპერისთვის ცოლის გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა, თუმცა არა მოულოდნელი.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წყვილი განქორწინების თაობაზე იურიდიულ საკითხებს აგვარებდნენ.

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ბავშვებზე მეურვეობა ორივე მშობელს უნარჩუნდება, ასევე ისინი საქორწინო კონტრაქტის არც ერთ პუნქტს არ გაასაჩივრებენ.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი ჰყავთ. კარდაშიანისთვის ეს განქორწინება რიგით მესამე იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა