თეგებით ძიება
20. 02. 2021 მსოფლიო

ფრინველის გრიპის აფეთქება - H5N8 ადამიანებში პირველად დააფიქსირეს

ნიდერლანდებში, ერთ-ერთ ფერმაში ფრინველის გრიპის აფეთქებაა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია გრიპის მაღალპათოგენურ ვარიანტზე.

აღნიშნული ფერმის სიახლოვეს ფრინველთა კიდევ 2 ფერმა მდებარეობს, სადაც რამდენიმე ათეული ფრინველია. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ფერმებში ფრინველების განადგურება იგეგმება, გრიპის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ფრინველის გრიპი - H5N8-ით ადამიანის დაინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

მეცნიერების განმარტებით, რუსეთის სამხრეთში, ფერმის კიდევ 7 თანამშრომელს აუღეს გენეტიკური სინჯები.

ჯერჯერობით ვირუსის ადამიანიდან-ადამიანზე გადადების შემთხვევა არ დასტურდება, თუმცა რუსი მეცნიერები ვირუსის მუტაციის შემდეგ ამასაც არ გამორიცხავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა