თეგებით ძიება
22. 02. 2021 მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსის 13 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 13 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 232 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის გამოსავლენად 250 986 ტესტი ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 17 804-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ვირუსმა 95 718 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია ევროპაში ბრიტანეთის შემდეგ მეორე, მსოფლიოში კი მეშვიდე ადგილზეა. ქვეყანაში ჯამში ვირუსით ინფიცირების 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა