თეგებით ძიება
22. 02. 2021 მსოფლიო

ნიდერლანდების პოლიციამ ლოკდაუნის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

ამსტერდამის პოლიციამ ქალაქის ცენტრში ლოკდაუნის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვირას, კარგი ამინდის გამო მუზეუმის მოედანზე, სადაც ტრადიციულად კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, ხალხმრავლობა იყო. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს შეახსენეს, რომ ვირუსის გამო მასობრივი შეკრებები აკრძალულია და დაშლა სთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათი მოწოდება არ გაითვალისწინეს. ისინი სკანდირებდნენ „თავისუფლება“.

ცხენებზე ამხედრებულმა პოლიციელებმა რეიდები ჩაატარეს და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

ეს ნიდერლანდებში პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 25 იანვარს დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა შეზღუდვების 200-მდე მოწინააღმდეგე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა