თეგებით ძიება
22. 02. 2021 მსოფლიო

მექსიკაში ავიაკატასტროფას ექვსი ჯარისკაცი ემსხვერპლა

მექსიკაში საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 სამხედრო პირი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვერაკრუსის შტატში მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 09:45 საათზე აფრინდა. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ასევე უცნობია ბორტზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა