თეგებით ძიება

ღარიბაშვილს თუ ჰგონია თავისი პრუტუნით გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება - გიგი უგულავა

ღარიბაშვილს თუ ჰგონია, თავისი პრუტუნით ჩვენ აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენემდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

"ღარიბაშვილს ახლა თუ ჰგონია თავისი პრუტუნით ჩვენ აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება. მის სიტყვას აქვს ნულოვანი ფასი, ასე რომ იბრიქოს რამდენიც უნდა. იმიტომ რომ, აქ შემოვარდნა არის გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა. ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. მოიქეცით ისე, როგორც მაშინ მოიქცა ქართული პოლიცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვადამდელ არჩევნებტან დაკავშირებით დიალოგზე კატეგორიული უარი განაცხადა. მანვე დღეს "ნაცმოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას კრიმინალი უწოდა.

ცნობისთვის, პარტიები, რომლებიც წინასწარ აანონსებენ, რომ ხელს შეუშლიან პოლიციას და არ დაუშვებენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში იმყოფებიან.

ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ უნდა შეწყდეს დევნა ნიკა მელიას მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს და ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას მიიღებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა