ვუსურვებდი შეძლოს ამ პოლარიზაციის დასრულება - კალაძე ღარიბაშვილზე
თბილისის მერი, კახა კალაძე მომავალ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასრულებას უსურვებს.
"ირაკლის მინდა წარმატება ვუსურვო და ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო გამაერთიანებელი ამ ქვეყნის, საზოგადოებს, ვუსურვებდი, რომ მან შეძლოს ამ პოლარიზაციის დასრულება, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის", - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკანონდებლო ორგანო დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს გამოუცხადებს ნდობას.
mtavari.tv