თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი - მე არ ვებრძვი ოპოზიციას, მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს, როგორც შიდა, ასევე გარე მტრებს

მე არ ვებრძვი ოპოზიციას, მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს, როგორც შიდა, ასევე გარე მტრებს, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მას აქვს მკაფიო პოზიცია და ვერავინ შეაცვლევინებს.

"რატომ ვებრძვით ოპოზიციას? მე არ ვებრძვი ოპოზიციას, თქვენ ნუ ხართ აყოლილი „ნაცმოძრაობას“, გამოდით ამ კომპლექსიდან. ვიცი, რომ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და იმიტომ ზიხართ პარლამენტში. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს. ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ასი ათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი ახადა, გაასამართლა. ამ ხალხს ვებრძვი და ყველაფერს გავაკეთებ, როგორც რიგითი მოქალაქე, პოლიტიკოსი, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასდროს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამაშია განსხვავება, ამას თუ ვერ ხედავთ, არ ვიცი, რაზე უნდა გესაუბროთ. როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი. საიდან მოგდით ეს აზრი. აყოლილი ხართ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნარატივს. მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს, როგორც შიდა, ასევე გარე მტრებს. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც ისეთი პოზიცია დავაფიქსირე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. მე მაქვს მკაფიო პოზიცია და მას ვერავინ შემაცვლევინებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან ნორმალურმა ადამიანმა ისაუბროს. თქვენ იდექით მათთან ერთად და კარგია რომ გამოეცალეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა