თეგებით ძიება

ხელისუფლება გეგმავს ენმ-ს ოფისში პროვოკაციას - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობას გეგმავს - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, "ოცნება"შეეცდება შეაგზავნოს პროვოკატორი, რომელიც შეეცდება პოლიციის იქ მისვლის შემთხვევაში პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაზე გადავიდეს.

დეკანოიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, პროვოკაციისგან თავი შეიკავონ.

"ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ენმ-ს ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარაგად იციან, რომ ჩვენს ხელთაა უდიდესი მორალური უპირატესობა, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს.

ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ შეეშვას პროვოკაციას, ჩვენთან არავითარი პროვაკაცია არ გაჭრის, რადგან ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა