თეგებით ძიება

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. მთავრობის ახალ გუნდს მხარი ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს, ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, კაბინეტში ორი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა