თეგებით ძიება

ასე მტკიცდება დიქტატურები - გიორგი მარგველაშვილი

ქვეყნის 52%-ს უცხადებენ ძალადობას, ასე მტკიცდება დიქტატურები, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცახადა.

"ჩვენ ვხედავთ მოწადინებულ სურვილს, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის 52% ამომრჩეველს, რადგან იქ მარტო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის, იქ არის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი მთელი ოპოზიცია და 52%-ს უცხადებენ ძალადობას. ეს ხდება რაღაცა მოგონილი, ვითომ სამართლებრივი არგუმენტებით. ასე მტკიცდება დიქტატურები. ასე ხდება ტოტალიტარული აზროვნების განმტკიცება. თითონ ქმნიან კანონებს, თითონ ასამართლებენ და ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო", - განაცხადა მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა