გია ვოლსკი - არავინ არაფერს არ დაგეგმავს და გააკეთებს, ისეთს, რაც არ შეესაბამება კანონს
არავინ არაფერს არ დაგეგმავს და გააკეთებს, ისეთს, რაც არ შეესაბამება კანონს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერმა, გია ვოლსკიმ "ნაც მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან და პარტიის ოფისში შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის.
„რაღაც განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინე იმ შენობიდან, არაადეკვატური მგონია, არამარტო თავისი აგრესიულობით, წარსულის ან მომავლის შეფასებებით, არამედ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ. არავინ არაფერს არ დაგეგმავს და გააკეთებს, ისეთს, რაც არ შეესაბამება კანონს“,-აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.