დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას, გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა.
„მქონდა კონსტრუქციული საუბარი ჩემს კოლეგასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიეტუვა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. საქართველო განაგრძობს იმ პრინციპების ერთგულებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიზნების ასრულებისკენ თანმიმდივერულ სვლას,” – წერს ზალკალიანის განცხადებაში.