როგორც კი დაიძვრება სპეცრაზმი, ჩვენ მათ დავუპირისპროთ ბევრი ტაში და ოვაცია - ნიკა მელია
როგორც კი დაიძვრება სპეცრაზმი, ჩვენ მათ დავუპირისპროთ ბევრი ტაში და ოვაცია, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს.
"მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპროთ, ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია. ასე მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი და მეორე მხარეს ივანიშვილი. არავითარ შემთხვევაში ძალადობა. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ იქით არიან მოძალადეები და აქეთ ბევრი სილაღე დახვდებათ", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, სამართალდამცველები დღეს თუ ხვალ გამოჩნდებიან.
"ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, რომელიც ძალმომრეობაზე დგას. დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. მოვა მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი, ნიღბებით, ალბათ, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით, მე მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა ოვაცია და ასე, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება მოყვარული ქართველი ხალხი, მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. შე მართლა მონა ღარიბაშვილო, სერგეი გავროლოვის წარმოამდგენელო" - აცხადებს მელია.