პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას, ძალიან შეშფოთებული ვარ – ადამ კინზინგერი
„ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედება. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით. “ წერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი ტვიტერში.
„პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას. მე, როგორც საქართველოს კომიტეტის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახანს შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი.“ – აცხადებს კიზინგერი.
ინფორმაციისთვის პოლიციამ შენობიდან აქტივისტები და მელიას მხარდამჭერები გამოიყვანა. სამართალდამცველებმა ნიკა მელია შენობიდან უკვე გაიყვანეს.