საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება – ბაიდენის მრჩეველი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება – ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, თავები გაგრილდება და სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდება“ – წერს მაიკლ კარპენტერი
ინფორმაციისთვის სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.