პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ტოვებს
სამართალდამცავები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ეტაპობრივად ტოვებენ. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დასრულდა. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მხარადამჭერების ნაწილი ამ დრომდე რჩება.
ნიკა მელია მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი იქ მყოფი ადამიანებისგან თითქმის დაცალეს. დარჩენილი იყო ერთი ოთახი, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რამდენი ათეული მხარდამჭერი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.