თეგებით ძიება

ძალადობა და ქაოსი არის უკანასკნელი რამ, რაც ახლა საქართველოს სჭირდება - ბრიტანეთის ელჩი

ბრიტანეთის ელჩი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მარკ კლეიტონი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"შოკირებული ვარ ენმ-ს ოფისში დღეს განვითარებული მოვლენებით. ძალადობა და ქაოსი თბილისში არის უკანასკნელი რამ, რაც ახლა საქართველოს სჭირდება.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით - ახლაც და უახლოეს დღეებშიც," - წერს მარკ კლეიტონი twitter-ზე.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა