დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის - სენატორი რიში მელიას დაკავებაზე
ნიკა მელიას დაკავებას, ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან" ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის.
"დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის. ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ.
ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.