დემოკრატია საფრთხის ქვეშაა - ჟიგიმანტას პავილიონისი
ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ „ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს“.
„გავიღვიძოთ, მოდით, დავრეკოთ ზარები და მოვახდინოთ რეაგირება. დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. იყენებენ გაზს და ძალადობას პუტინის მსგავსად. ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს“, – წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააკავეს.