თეგებით ძიება

მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს - ზაალ უდუმაშვილი

მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ იმ პირობით, რომ ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოპოზიციონერი პპოლიტიკოსი პრემიერის განცხადებას ეხმაურება და მას „ცინიკური“ უწოდა.

„ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრის, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩვენ მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ იმ პირობით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა.

მეორე, როდესაც პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ვართ მზად, დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები ქვეყანაში“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის,პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოლაპარაკებებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა