მორიგი სიტყვების სროლა - გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე
მორიგი სიტყვების სროლა, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერიას პრემიერ ღარიბაშვილის დიალოგისკენ მოწოდებას.
როგორც ბოკერიამ ვროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრემიერის მოწოდება არასერიოზულია.
"მორიგი სიტყვების სროლა. კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა ვინც ოპონენტია უნდა განადგურდეს. როცა ის აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ისუაბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზული" - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის,პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოლაპარაკებებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.