დღეს უარესად ვარ, ვიდრე გუშინ – თინა ხიდაშელი კოვიდინფექციას ებრძვის
თინა ხიდაშელი უკვე რამდენიმე დღეა კოვიდინფექციას ებრძვის. მისი მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ხიდაშელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„ამ უმძიმეს დღეს მადლობას გიხდით ყველა ზარისთვის და შეტყობინებისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ ვპასუხობ.
დღეს უფრო უარესად ვარ ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ძალიან მიჭირს საუბარი. იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას“,- წერს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი 18 იანვარს დაუდასტურდა.