საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს - ანდრიუს კუბილიუსი
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ განვითარებულ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რითიც გახარებული მხოლოდ კრემლი რჩება. ლიეტუველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ორივე მხარეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს:
"საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტში გამარჯვებულები ქართველები არ იქნებიან. დროა საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს," - წერს კუბილიუსი.