თეგებით ძიება

როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები - საკოორდინაციო საბჭო ხვალ გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით პირველი საკოორდინაციო საბჭო და სიახლეების მოლოდინი - ახლად დამტკიცებული მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სხდომა ხვალისთვის იგეგმება.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნაც, რომელიც მიმდინარე კვირაშივე ამოქმედდება. პრემიერი მოსახლეობას იმასაც დაჰპირდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში დაგვიანებით, თუმცა მარტში შემოვა და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება.

Pfizer-ის ვაქცინის დაგვიანების მიზეზად პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები სახელდება. თუმცა საკითხზე პასუხისმგებელი პირები ირწმუნებიან, რომ სხვა პრეპარატის შემოტანის ვადები არ დაირღვევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა