თეგებით ძიება

საკუთარ თავში მოიძიოს დიალოგისთვის საჭირო რესურსი - ოცნების დეპუტატი ოპოზიციაზე

"ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავში უნდა მოიძიოს დიალოგისთვის საჭირო რესურსი. მისი განმარტებით, საჭიროა არა დათანხმება, არამედ შეთანხმება:

"რესურსი ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის და ღიათ ვართ, ჩვენმა ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რამდენად ფიქრობენ ისინი მომავალზე, რამდენად ფიქრობენ იმაზე რაც გვაერთიანებს, რამდენად ფიქრობენ იმაზე რომ დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას, ეს არის რუსეთი. ამიტომ დაუფიქრდნენ ამ საკითს და მოიძიონ საკუთარ თავში ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის.

აქ მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, როგორც ასეთი, არამედ შეთანხმება, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება სწორედ აქეთკენ იყო მოწოდებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა