ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია ავტომობილებით მსვლელობას მართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია რუსთავისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავს.
რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება, სადაც ნიკა მელია იმყოფება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ისინი გუნდის წევრს გასაჭირში არ მიატოვებენ და ნიკა მელიასთვის ციხეში წიგნებიც მიაქვთ.
მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან გაგრძელდება მუშაობა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად და პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ გაგრძელდება.