ნიკა მელიას აღარ ვხედავ იმ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელზეც დღეს დგას, შეიცვლის მიმართულებას - რას წერს ლელა კაკულია
ლელა კაკულია საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშრებით, საკუთარ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:
"მელიაც და კობახიძეც ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ და თავის საქმეს გააკეთებენ — ასე რომ, წინ იარეთ, ჩემო კარგებო!
• მე ირაკლი კობახიძეზე ვიწინასწარმეტყველე მანამდე, რომ ძლიერი ახალგაზრდაა. ასევე მომწონს ნიკა მელია — ძალიან კარგი მომავალი აქვს. შემდგომში მე მას აღარ ვხედავ იმ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელზეც დღეს დგას. ის შეიცვლის მიმართულებას პოლიტიკაში და მისთვის ეს ძალიან მომგებიანი იქნება...
• ახალგაზრდები არიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ — აქეთ კობახიძე და იქით მელია. ორივე საქართველოს შვილია და თავის საქმეს გააკეთებენ;
• არც ირაკლი ალასანიაა ჩამქრალი პოლიტიკური ვარსკვლავი — ის კვლავ ამობრწყინდება, დაიმახსოვრეთ;
• ყველაფერი შეიცვლება — პარლამენტიც, მინისტრთა კაბინეტიც, მთავრობაც — ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ;
• მე არავის მხარე არ ვარ – მე ვარ საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეზე და პირნათლად ვასრულებ ჩემს მისიას!", - წერს ლელა კაკულია ფეისბუქის გვერდზე.