„მე დამირეკა და დავიფრინე. მერე, მალევე, მე დამიფრინეს „იმედიდან“ - რა ისტორიას იხსენებს ინგა გრიგოლია
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობის პერიოდს იხსენებს, ის სოციალურ ქსელში წერს რომ, ერთ-ერთი გამოკითხვა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად დაუჯდა.
„მარგველას რომ დაუპირისპირდა ბიძინა, „იმედზე“ ვმუშაობდი და ინტერაქტივი გამოვიტანეთ, ვინაა მართალიო. დაჯდა მარგველას სასარგებლო პასუხი და შუა გადაცემაში ჯერ ჩემს პროდიუსერებს ურეკავს მაშინდელი უმწეო დირექტორი, გიორგი ბახტაძე, გამოაცხადოს, რომ ბიძინას ხაზი დაზიანებულია და იმიტომაა დაბალი მისი პროცენტიო, პროდიუსერებთან რომ ვერაფერს გახდა, მერე მე დამირეკა და დავიფრინე. მერე, მალევე, მე დამიფრინეს „იმედიდან“.
ჰოდა, რამ გამახსენა ეს ისტორია და „იმედის“ დღევანდელი ინტერაქტივის ფოტოებმა. ისტორია ჩემს ინტერაქტივზე რომ ასე იყო (უფრო მძიმე ფორმებშიც, მაგრამ დაღლილი ვარ და ვრცლად წერა მეზარება), აგერ არიან ცოცხალი მოწმეები, ჩემი ყოფილი პროდიუსერები, სოფო ხუციშვილი და ვახო ხუზმიაშვილი“ – წერს ინგა გრიგოლია.