"ბანკი სახლიდან გამოსახლებით ემუქრება...დავეხმაროთ" - ბექა გოჩიაშვილი
ჯაზშემსრულებელი ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"გამარჯობა მეგობრებო, მინდა გთხოვოთ რომ დავეხმაროთ აფხაზეთიდან დევნილ თინა ბებოს. რუსთაველზე ყიდის ნატურალურად დაწურულ ბროწეულის წვენს და ეს არის მისი საარსებო საშუალება. რამდენიმე წლის წინ, შვილის გადასარჩენად და ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად სახლი ბანკში ჩადო. სამწუხაროდ შვილი ვერ გადაარჩინა და სახლი დღემდე ბანკში უდევს. იმის გამო, რომ ვერ იხდის ვალს, ბანკი სახლიდან გამოსახლებით ემუქრება. გთხოვთ ვისაც საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ. სულ $4000 გვაქვს შესაგროვებელი", - წერს ბექა გოჩიაშვილი.
მიმღები: თინა ჯალაღონია
ანგარიშის ნომერი:
GE43LB0711101300063340