"ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში კოვიდანდემიის გამო დაწესებული სეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი რეგულაციების (და არა შეზღუდვების) გამკაცრების და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების აცილებლობის წინაშე გვაყენებს.
კვლევებით დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია: რესტორნები, სატრენაჟორო სივრცეები, ბარები და კლუბები, ეკლესიები ან რელიგიური თავყრილობები.
ნაკლები რისკი შემცველია: ოფისები, სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
პ.ს. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და თავისებურება აქვს, ამიტომ ამ მონაცემების სრული ექსტრაპოლირება ჩვენთან 100%-ით ვერ მოხდება, თუმცა ძირითადი საკითხები მუდმივი და უცვლელია.
20 თებერვლის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებლი 72 და 66% მდე ჩამოვარდა, სამიზნე 95%-ია!", - წერს კულუმბეგოვი.
[flash=425,264]
ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი რეგულაციების (და არა შეზღუდვების)...Posted by Bidzina Kulumbegov on ოთხშაბათი, 24 თებერვალი, 2021