თეგებით ძიება

„ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი“ - ელისაშვილი

„რა საჭიროა ახლა ცალკე კომიტეტი პარლამენტში? რა საჭიროა, ცალკე კულტურის სამინისტროს შექმნა? ეს არის უბრალოდ გაუგებარი, ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე კულტურაში დასაქმებულ ხალხს ყურადღება, ერთ მთლიან შენობაში, სადაც განათლების სამინისტროც არის, ის ვერ აქცევს? არის აბსურდი, ამას რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერ,“ - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„კატეგორიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას პარლამენტში კულტურის კომიტეტი, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის და ამ გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირდება დამატებითი ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა,“ – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და ახლა სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან, რადგან მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული, უბრალოდ სხვა ახსნა არ მაქვს და თვითონაც არ უთქვამთ სხვა არგუმენტი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


წყარო:pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა