ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ამ პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიკავებენ.
„ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი - ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი“, - განაცხადა პრემიერმა.
პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა.