თეგებით ძიება

ოპოზიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში იკრიბებიან

ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა გუნდის ლიდერები ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.

ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალინდელ ფართომასშტაბიან აქციასთან არის დაკავშირებული.

მათი გეგმა არის, რომ ფილარმონიიდან დაიწყონ აქციის მსვლელობა, მივლენ საკანონმდებლო ორგანომდე და მოაწყობენ სირცხვილის კორიდორებს.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, გეგმავენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც აქციების მოწყობას.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქციები გაგრძელდება, მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს ოპოზიციას.

„თუ არ იქნება გაგონილი ჩვენი მეგობრების მოწოდებები შემდგომი ნაბიჯები ბუნებრივია იქნება სანქციები“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა