საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია
საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია. არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.
უმრავლესობას კომისიაში გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, „ევროპელ სოციალისტებს“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია წარმოადგენენ.
დროებით საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა.