სოფო შუბლაძე გარდაცვლილა, ყველაფერი მეწვის, ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით ნინოს - ნიკა გვარამია
ჟურნალისტ ნინო შუბლაძის და სოფო შუბლაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს:
“სოფო შუბლაძე გარდაცვლილა, ახლა გავიგე. ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ. ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით Nino Shubladzeს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად. RIP სოფო”, – წერს ნიკა გვარამია.