თეგებით ძიება

„გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე. სანამ პუტინის რუსეთი გვაზის თავზე, ბრძოლა სულ იქნება“ - ბაია პატარაია

ბრძოლა იქნება ხანგრძლივი, ბრძოლა ჩვენი სიცოცხლის მერეც გაგრძელდება - უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში თანამოაზრეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასხვლის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

მთელი იმედგაცრუება და გაწბილება, რაც არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას მოჰყვა - დიდწილად გადმოინთხა ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილებად. 

ოპოზიციის მიმართ კრიტიკა მეც მაქვს, ხალხის მიმართაც მაქვს კაი გვარიანი კრიტიკა, მაგრამ ისეთიც არაფერი, რომ ცალკე პოსტები ვუძღვნა. ცოტა მაზოხისტურია ასეთი თვითგვემა და ფოკუსის ოლიგარქისგან ისევ ჩვენზე გადმოტანაა.

ამიტომ არ დაგზარდებით და შეგახსენებთ, რომ რუსმა ოლიგარქმა რუსული სპეც-ოპერაციით წაგვართვა არჩევნები. ბიძინას ყურმოჭრილი მონები უსინდისოდ ტინგიცობენ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ეშინიათ ხალხში დაცვის გარეშე გამოჩენის.

ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე. სანამ პუტინის რუსეთი გვაზის თავზე, ბრძოლა სულ იქნება. ეს ცხოვრებაც რეალურად მხოლოდ ბრძოლაა შინაგან თუ გარე დემონებთან, ამიტომ ბრძოლა არც მაშინებს და ვერც მოვიბეზრებ. ეგ იგივეა, რომ ცხოვრება მოიბეზრო. ვინმეს თუ ჰგონია, რომ სადმე არსებობს უდარდელი და უბრძოლველი ცხოვრება - ბოდიში და ბრიყვია. 

მილიარდელ ბიძინასაც აქვს თავისი მუდამ წაგებული ბრძოლები საკუთარ დემონებთან, ვერ მოერია ფულის სიყვარულს და ამპარტავნებას, ვერ იპოვნა ვერც ღმერთი, ვერც საზრისი და ამიტომ ხეებს დაათრევს და ეხუტება, რომ როგორმე გაიხანგრძლივოს საკუთარი მდიდრული, მაგრამ უგვანი სიცოცხლე. 

ჩვენ რა ვქნათ? 

ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ, ანუ უნდა ვიბრძოლოთ. ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ, ოლიგარქს და მის მონებს უნდა შევუტიოთ მუდმივად, ჯიუტად, ჭკვიანურად და ჩვენი საქართველო უნდა დავიცვათ გარუსებისგან და ამ ქოცი მღრღნელებისგან. ერთმანეთს კი უნდა გავუფრთხილდეთ. ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. ერთმანეთიც უნდა შევიყვაროთ და საკუთარი თავებიც. სიძულვილი დავუტოვოთ თეა წულუკიანს, რომელსაც დღეს ქოცებიც კი სძულს, რადგან მთავრობაში არ დანიშნეს :))) სიძულვილი მათი საქმეა. ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ და შხამად ნუ დავიღვრებით დღეს, თორემ მერე დიდხანს ვინანებთ. 

მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები დაუღალავად აპოროტესტებდა, ვისაც არც ახლა შეუწყვიტავს ბრძოლა, ვინც ხვალინდელ დღეს გეგმავს და ახალ სტრატეგიებზე ფიქრობს. ჩვენა ვართ დღეს საქართველო, ჩვენზე დგას ჩვენი ქვეყანა და ისევ ჩვენ შემოგვყურებს იმედით. 

ბრძოლა იქნება ხანგრძლივი, ბრძოლა ჩვენი სიცოცხლის მერეც გაგრძელდება, ასე ცხოვრობს ეს პატარა ქვეყანა, ასე მოვიდა დღემდე და ასეთი ძნელი გზა უდევს წინაც. მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად გავუქაჩოთ, არა გვაქვს ამაზე უკეთესი არც მიზანი, არც მისია და თავსაც ნურავინ მოიტყუებს, თითქოს ამ ქვეყნის მიღმა ეპოვნოთ ბედნიერება. 

მიყვარხართ და გვახსოვდეს - ჩვენ ვრჩებით!

ის - წავა! - წერს პატარაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა