"ხელისუფლებამ დაიწყო მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია" - გიგი უგულავა
ხელისუფლებამ დაიწყო მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
"ხელისუფლებამ დაიწყო მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია. ვნახოთ რამდენი რედბული დაჭირდება ამ საქმეს", - წერს უგულავა ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.