"მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!" - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დაშინებული, კუთხეში მიყუჟული ივანიშვილის სანქციების პირდაპირი მუქარის ქვეშ გამოგდებული იაფასიანი ტრიუკი პროკურატურის განცხადების მეშვეობით. მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!
თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი!", - წერს ფესბუქზე სააკაშვილი.