დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა! - სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე
დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.
"კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!
ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.